ბრიჯიტ მაკრონს სერიალში გადაიღებენ

33
SHARE

საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლეს, ბრიჯიტ მაკრონს, ახალ კომედიურ სერიალ “გარდერობში” გადაიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Le Parisien ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პირველი ლედი თავის თავს ითამაშებს. სერიალის სიუჟეეტის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ცურვას სწავლობენ. ისინი ერთმანეთს ყოველდღიურად გასახდელში ხვდებიან , სადაც საკუთარ ცხოვრებასა და მსოფლიო მოვლენებს განიხილავენ.
მაკრონი ამ სერიალით შეძლებს ისაუბროს იმ თემებზე, რომლებიც მას აწუხებს.

Comments

comments