ბრიჯით მაკრონი: “ჩემი მეუღლის ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ის ჩემზე ახალგაზრდაა”

1696
SHARE

ბრიჯით მაკრონისა და ემანუელის ასაკობრივი სხვაობის შესახებ საუბარი დღემდე არ წყდება, აქედან გამომდინარე, საფრანგეთის პირველმა ლედიმ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც ცნობილია მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 25 წელია.
როდესაც, მათ ერთმანეთი გაიცნეს, ემანუელ მაკრონი 15 წლის, ხოლო ბრიჯითი 39 წლის გახლდათ. გაცნობიდან სამ წელში, მათ რომანი დაიწყეს, რის გამოც ბრიჯითი პირველ მეუღლეს გაშორდა. 2007 წელს კი ემანუელმა ბრიჯითი ცოლად შეირთო.
„მივეჩვიე, რომ ჩემი ქორწინება ექსტრაორდინალურია – მაგალითად, ცოლიდან პირველ ლედად ვიქეცი. ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს, რა გველოდება მომავალში, ეს უკვე 20 წელია გრძელდება. ჩემი მეუღლის ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ის ჩემზე ახალგაზრდაა, მაგრამ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მან უნდ მიიღოს ცხოვრებისეული გადაწყვეტილება და არც მე ვარ გამონაკლისი. ეს გადაწყვეტილება რომ არ მიმეღო და მასზე უარი მეთქვა, ჩემი ცხოვრება გვერდით ჩამივლიდა”, – განაცხადა ბრიჯით მაკრონმა ჟურნალისტებთან.

Comments

comments