ბრიტნი სპირსი ვარჯიშით გახდომას ცდილობს (ფოტოკოლაჟი)

48
SHARE

პაპარაცებმა ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბრიტნი სპირსი ჰავაის კუნძულების ერთ-ერთ პლაჟზე დააფიქსირეს. 33 წლის სპირსი, რომელიც არცთუ საუკეთესო ფორმაშია და ზედმეტი კილოგრამები აწუხებს, იოგის ვარჯიშებით გახდომას ცდილობს. როგორც ფოტოებზე ჩანს, პოპვარსკვლავს ეს არცთუ ისე მარტივად გამოსდის.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სპირსი ფასტ-ფუდის კერძებს აღარ მიირთმევს და ცილების დიეტაზე გადავიდა. ის დილაობით დარბის და აქტიურად ვარჯიშობს.
ზედმეტი წონის მიუხედავად, ბრიტნი სპირსს საკმაოდ გახსნილი საცურაო კოსტიუმის ჩაცმა არ მორიდებია. ის „შპაგატზეც“ ჯდებოდა და „ხიდსაც“ აკეთებდა.

Comments

comments