ბრიტნი სპირსის ექს–ბოიფრენდი თალიბებმა მოკლეს

89
SHARE

ცნობილი პოპ–მომღერლის ბრიტნი სპირსის ექს–ბოიფრენდი, 44 წლის ჯონ სანდალი თალიბებმა მოკლეს. ამ ინფორმაციას „New York Daily News“–ი ავრცელებს.
სანდალი ავღანეთში აშშ–ს არმიის რიგებში მსახურობდა, სადაც ის სამხედრო ვერტმფრენის პილოტი გახლდათ. ერთ–ერთი შემოვლისას პილოტი თალიბებმა ქაბულის მახლობლად ჩამოაგდეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ეს ფაქტი ერთი კვირის წინ მოხდა, თუმცა მედიისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
როგორც „New York Daily News“–ს ბრიტნის ერთ–ერთმა მეგობარმა განუცხადა, მომღერალი ძალზე შეაწუხა სანდალის დაღუპვამ, რადგან დაშორების მიუხედავად მას შესანიშნავ ადამიანად თვლიდა.
ბრიტნი სპირსი და ჯონ სანდალი ერთმანეთს 2007 წელს ხვდებოდნენ, როდესაც ლოს–ანჟელესში ანონიმურ ალკოჰოლისტთა საზოგადოებაში ორთივე მათგანი ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა. გამოცემის ინფორმაციით, სპირსი ხშირად აცხადებდა, რომ მას პრობლემის დაძლევაში სწორედ სანდალი დაეხმარა.

FB კომენტარები

კომენტარი