ბრიტანულმა სუპერმარკეტების ქსელმა, “Harrods” რუსული “Иди на*” ქართულად გაასაღა

81
SHARE

ბრიტანული მარკეტი რუსულ გინებას ქართულ წარწერად ასაღებდა
ბრიტანულმა სუპერმარკეტების ქსელმა “Harrods” მომხმარებლის პრეტენზიის გამო, ქალის ჰუდები გაყიდვიდან ამოიღო. სპორტულ ზედებზე რუსულად ​უწმაწური სიტყვები ეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “The Sun” ავრცელებს.
შავი ჰუდები წარწერით “Иди на *” 680 ფუნტად იყიდებოდა. რუსმა ჟურნალისტმა ამ ფრაზის მნიშვნელობა Twitter-ში განმარტა:
“Harrods, რომელიც ჰუდებს 680 ფუნტად ყიდის, აცხადებს, რომ ზედ დატანილი წარწერა ქართულია და “საფირმო შეუფერებელი დამოკიდებულებით გაჟღენთილს” ნიშნავს. სინამდვილეში ზედ “Иди на *” რუსულად აწერია”, – წერს ჟურნალისტი Twitter-ში.

FB კომენტარები

კომენტარი