ბრიტანელი ცოლს Ebay.com-ზე ყიდის – „საქონელი დაბრუნებას არ ექვემდებარება“

158
SHARE

ინტერნეტ-მაღაზიის Ebay.com-ის აუქციონზე ბრიტანელი მამაკაცის განცხადება გამოქვეყნდა, რომელიც საკუთარ ცოლს ყიდდა. გამოცემა The Daily Mail-ის ინფორმაციით, მამაკაცი გაოცებული იყო, როდესაც მისი ცოლის ფასი 65 ათას ფუნტ სტერლინგამდე ავარდა, რაც „იაგუარის“ მარკის ავტომობილის საშუალო ფასს აღემატება. ბრიტანელმა სახელად საიმონ ო’კეინმა ცოლის დადებითი და უარყოფითი მხარეები ჩამოთვალა ისე, თითქოს მეორადი ავტომობილის შესახებ წერდა. ასე, მაგალითად, ბრიტანელი წერს, რომ „გარეგნული სახე დამაკმაყოფილებელია, საღებავი კარგად არის შენარჩუნებული“. დადებით მხარეებში ის ასევე აღნიშნავს, რომ „ცოლი კარგ კერძებს ამზადებს“. უარყოფითი მხარეების ჩამონათვალში ბრიტანელი ამბობს, რომ „ის ხშირად უშვებს ხმებს, რომელთა გათიშვა შეუძლებელია, ვიდრე დამატებით აქსესუარებს არ შეიძენ“. გარდა ამისა, „ზოგჯერ საკვების მიღების დროს, რომელსაც ის ამზადებს, შეიძლება საავადმყოფოში მოხვდე“. „მთლიანობაში ეს არც ისე ცუდი მოდელია, რომელიც შეიძლება გამოადგეს ზოგიერთ იღბლიანს“ და „საქონელი დაბრუნებას არ ექვემდებარება“ – წერს განცხადების ავტორი. ცოლის გაყიდვის მიზეზად ბრიტანელი იმას ასახელებს, რომ სახლში დაბრუნდა და ცუდად გრძნობდა თავს, ხოლო ცოლმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია. ო’კეინმა ბევრი საინტერესო წინადადება მიიღო. ასე მაგალითად ერთ-ერთმა მომხმარებელმა მას ცოლის სანაცვლოდ აქლემი შესთავაზა. მისის კეინი თავდაპირველად ძალიან გაბრაზდა, მაგრამ შემდეგ ამ ფაქტს ბრიტანული იუმორით შეხვდა და განაცხადა, რომ ამ საქციელისთვის ქმარი მას ახალ ჩანთას უყიდის.

FB კომენტარები

კომენტარი