ბრიტანელი ქალი მკვდარ მეკობრეს ცოლად გაჰყვა

276
SHARE

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 45 წლის ამანდა ტიგი კარიბის ზღვის მეკობრის მოჩვენებას გაჰყვა ცოლად, _ ამის შესახებ გამოცემა „The Daily Mirror” იტყობინება.
ბრიტანელი 45 წლის ქალის მეუღლე გახდა ვინმე ჯეკი (გვარი უცნობია), რომელიც საუკუნეების წინ გარდაიცვალა. ამანდას აზრით, სწორად ის გახდა ჯეკ-ბეღურას პროტოტიპი – ფილმ „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მთავარი გმირის შემსრულებელი.

იმისათვის, რომ კავშირმა იურიდიული ძალა იქონიოს, ამანდამ ნავი იქირავა და საქორწინო ფიცი საერთაშორისო წყლებში წაიკითხა. ამანდასთან ერთად, წვეულებაზე მისი მეგობრები და ნათესავებიც იმყოფებოდნენ.
როგორც ახალდაქორწინებული ყვება, ეს საუკეთესო ურთიერთობაა, რისი წარმოდგენაც მას შეუძლია.

FB კომენტარები

კომენტარი