ბრიტანეთში პირველად ტრანსგენდერმა მამაკაცმა ბავშვი გააჩინა

142
SHARE

დიდ ბრიტანეთში ტრანსგენდერმა მამაკაცმა ბავშვი გააჩინა. ქვეყანაში ის პირველი ტრანსგენდერია, რომელმაც იმშობიარა. 21 წლის ჰაიდენ კროსს გოგონა შეეძინა, რომელსაც თრინთი-ლი ლუიზი დაარქვა.
ტრანსგენდერი წარსულში ქალი იყო და ფეიჯი ერქვა. საკუთარი ორსულობის შესახებ მან საზოგადოებას იანვარში ამცნო. დაორსულებამდე მან შეწყვიტა მამაკაცური ჰორმონების სმა, რათა ორგანიზმს განაყოფიერების ფუნქცია აღდგენოდა. სპერმის დონორი კი სოციალურ ქსელში იპოვნა.
ამ ისტორიას კიდევ ერთი ტავისებურება ახასიათებს – ჰაიდენის მშობიარობამდე 48 საათით ადრე მეხუთე შვილი გააჩინა ტრანსგენდერის დედამ.
წყარო: droni.ge



Comments

comments