ბრის ჯენერი – ავარიაში მოყვა

51
SHARE

Kardashian-ების ოჯახი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, თუმცა ამჯერად ოჯახის წევრების უკანალები არაფერ შუაშია. საქმე გაცილებით სერიოზულადაა. Bruce Jenner-ი რამდენიე დღის წინ მომხდარ ავტო ავარიაშია გარეული, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა მალიბუში დაფიქსირდა. ავტო საგზაო შემთხვევაში 7 ადამიანი დაზარალდა,  ხოლო ერთი მსხვერპლი  საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლციის განცხადებით, საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია. Bruce Jenner-ის სახელი მხოლოდ ერთხელ გაჟღერდა. მას მერე ოფიციალური წყაროები Kardashian-ების ოჯახის წევრის შესახებ აღარაფერს ამბობენ. თავად Jenner-ი მედიასთან არ ჩნდება და არც კომენტარს აკეთებს. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ Bruce-ი გამოძიებასთან თანამშრომლობს. მამაკაცმა თავისი ნებით ჩაიტარა ალკო ტესტი და გამოკვლევისთვის სისხლიც ჩააბარა. თავად Kardashian-ების ოჯახის წევრს დაზიანება არ მიუღია, თუმცა ავტო საგზაო შემთხვევაში 4 ავტომობილი და 7 ადამიანი დაშავდა.

გამოძიების თქმით, Bruce Jenner-ი შუქნიშანთან გაჩერებულ თეთრი ფერის ავტომობილს შეეჯახა. ამ უკასკნელს ჯაჭვური რეაქციით კიდევ 2 ავტომობილი მოჰყვა. პირველ მანქანაში მჯდომი ქალბატონი გარდაიცვალა, დანარჩენებს კი გამომძიებლები კითხავენ.

შეგახსენებთ, რომ Bruce Jenner-ი ბოლო დღეების განმავლობაში აქტიური განხილვის თემა იყო. ყვითელ მედიაში ინფორმაცია იმის შესახებ გავრცელდა, რომ “Keeping up with the Kardashians”-ის ვარსკვლავი სქესის შეცვლას აპირებდა. Bruce Jenner-ი მალე ტრანსგენდერი გახდება.

FB კომენტარები

კომენტარი