ბრედ პიტმა შვილების ნახვის უფლება დაიბრუნა – რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ

217
SHARE

ბრედ პიტს, ანჯელინა ჯოლის ნებართვის გარეშე, შვილების ნახვის უფლება დაუბრუნეს. ამას გარდა, ახლა ჯოლიმ უნდა შეათანხმოს მასთან შვილების აღზრდის ყველა ასპექტი.
პიტმა უკვე ისარგებლა სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვით და ჯოლის ოთხი შვილი „წაართვა“. ანჯელინა, ფილმ „მალეფისენტის“ გადაღების პროცესში, მთელი ოჯახის ინგლისში წაყვანას აპირებდა, მაგრამ ექვსი ბავშვიდან ბრედმა მხოლოდ ორის წაყვანის უფლება მისცა. 11 წლის შაილო და 9 წლის ნოქსი დედასთან იქნებიან, დანარჩენები მამასთან ერთად, ამერიკაში იცხოვრებენ.
როგორც ირკვევა, სასამართლომ გააფრთხილა ანჯელინა: თუკი ის მომავალშიც ხელს შეუშლის მამის და ბავშვების ურთიერთობას, შეიძლება მეურვეობის უფლება ჩამოართვან. ამ შემთხვევაში ხუთ შვილს გადასცემენ პიტს, ხოლო მედოკი თავად გადაწყვეტს, ვისთან ურჩევნია ცხოვრება, რადგან მას უკვე შეუსრულდა 16 წელი. მეურვეობის ახალი წესების თანახმად, ჯოლიმ უნდა წარუდგინოს ქმარს თავისი შვილების ტელეფონის ნომრები და ბრედ პიტი შეძლებს მათ ნებისმიერ დროს დაურეკოს, ელაპარაკოს იმდენ ხანს, რამდენიც მოუნდება. ამასთან, ანჯელინას ეკრძალება ბავშვების და მამის ტექსტური შეტყობინებების კითხვა და მათი მიმოწერის თუ საუბრების კონტროლი.
ვარსკვლავური წყვილის განქორწინების პროცესი უკვე წელიწადნახევარია, გრძელდება. ანჯელინა ჯოლიმ გამოაცხადა, რომ პიტი საფრთხეს უქმნის ბავშვებს და მას მემკვიდრეებთან ურთიერთობის უფლება ჩამოართვეს.
მათი ქორწინება 2016 წელს დაინგრა. ინიციატორი ანჯელინა ჯოლი იყო. მოგვიანებით, ბრედ პიტმა ინტერვიუში აღიარა, რომ ალკოჰოლთან სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ეს დამოკიდებულება გადალახა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ დროისთვის მის ცოლს მოთმინების ფიალა ამოეწურა.

Comments

comments