ბრედ პიტი: მეტაფორა, რომელიც ჩემს ამჟამინდელ ცხოვრებას შეეფერება, არის – „ჩაქუჩს ვირტყამ თითებში“

200
SHARE

ბრედ პიტი განქორწინების და მისი მდგომარეობის შესახებ ალაპარაკდა. მსახიობისთვის გასული წლის სექტემბერი ყველაზე მძიმე პერიოდი აღმოჩნდა. ის საკუთარი თვითმფრინავით ლოს ანჯელესში შვილთან – 15 წლის მადოქსთან ერთად მიფრინავდა. FBI-ს, ანონიმური ზარის შედეგად კი დაფიქსირდა გარკვეული შეცდომა, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება. ფაქტის შემდეგ, დაახლოებით 5 დღეში კი ანჯელინა ჯოლიმ განცხადება შეიტანა განქორწინების თაობაზე. ბრედს აეკრძალა ბავშვებთან ურთიერთობა და 53 წლის ასაკში მარტო დარჩა.
„რაც შეეხება ბავშვებს, შემიძლია ვთქვა, რომ დაუვიწყარი მომენტები მაკავშირებს მათთან. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი გადასატანი იყო ეს პერიოდი ჩემთვის, მაგრამ ჩემი მეგობარი დევიდი, რომელიც აქვე ახლოს ცხოვრობს, მუდამ მზადაა მიმიღოს და დამეხმაროს. დაახლოებით თვენახევარი მასთან ვცხოვრობდი. მეორე მეგობარი კი მოქანდაკეა, მასთან ერთად ვაკეთებ რაღაცებს, რაც ნამდვილად კარგია ახლა ჩემი მდგომარეობისთვის“, – ამბობს ბრედი.
ნოემბერში ბრედ პიტის ახალი კინო „მოკავშირეები“ გამოვიდა, სადაც მარიონ კოტილარდთან ერთად თამაშობს. ხოლო, ჭორები იმის შესახებ, რომ უთანხმოება ბრედსა და ჯოლის შორის, კოტილარდის გამო მოხდა სიმართლეს არ შეესაბამება. მარიონს ჰყავს პარტნიორი, რომლისგანაც მეორე შვილს ელოდება და თავადაც უარყოფს ამ ფაქტს.
დღესდღეობით ბრედ პიტისთვის ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ სახლში ყოველ დილით ანთებს ბუხარს, ასე იქცევა დაძინებამდეც და ფიქრობს, რომ ეს სახლი სიცოცხლით ავსებს მას. ბრედ პიტის ბავშვობა კი მისურის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქს სფრინგფილდს უკავშირდება, ის იზრდებოდა სიმინდის ყანებით გარშემორტყმულ ადგილას.
„ქალაქიდან 10 წუთის სავალზე კი გასაოცარი ტყე და მდინარე იყო. ჩვენთან ახლოს ბევრი გამოქვაბული იყო, ფაქტობრივად მანდ გავატარე მთელი ბავშვობა და მანდ გავიზარდეთ პირველი ბაპტისტები. დავდიოდით სხვადასხვა კონცერტებზე, თუმცა როკ კონცერტებზე გვეუბნებოდნენ, რომ ეს ეშმაკისეული იყო. მაგრამ, ჩვენი მშობლები არ გვიშლიდნენ და ნებას გვრთავდნენ წავსულიყავით. ვფიქრობ, რომ ჩვენით მანიპულირებდნენ იმ პერიოდში“, – იხსენებს პიტი ერთ-ერთ ინტერვიუში.
გარდა ამისა, ბრედ პიტი ღვინის მოყვარულიც იყო, თუმცა ის არ სვამდა, როგორც რუსები. მისივე თქმით, ის ამ საქმეში პროფესიონალი იყო, თუმცა აღარ სურს კვლავ ამ გზას დაუბრუნდეს.
„მომავალში არ ვიცი რა და როგორ იქნება. მეტაფორა კი, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება ჩემს ამჟამინდელ ცხოვრებას, არის – „ჩაქუჩს ვირტყამ თითებში“ – ამბობს პიტი.

FB კომენტარები

კომენტარი