ბრედ პიტი ავარიაში მოყვა (ფოტო)

223
SHARE

ჰოლივუდის მსახიობი ბრედ პიტი ლოს-ანჯელესში ავარიაში მოყვა. იგი ტესლას მარკის ავტომობილს მართავდა, რა დროსაც საპირისპიროდ მოძრავ მანქანას შეეჯახა, რომელმაც, თავის მხრივ, კიდევ ერთი, გაჩერებული ავტომობილი დააზიანა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, როგორც ცნობილია ბრედ პიტს ორივე მანქანის შეკეთება მოუწევს.

მედიის ცნობით, 54 წლის მსახიობი ამ დროისთვის ყოფილი მეუღლის ანჯელინა ჯოლის მეზობლად ცხოვრობს, თუმცა, წყვილი ერთმანეთს არ ხვდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრედ პიტს ერთი ავარია 2016 წელს, ანჯელინა ჯოლისთან განშორების შემდეგაც შეემთხვა.

FB კომენტარები

კომენტარი