ბრედ პიტის დედას სურს ანჯელინა ჯოლის მიუვარდეს

289
SHARE

55 წლის ბრედ პიტის დედა ვერ პატიობს ანჯელინა ჯოლის იმის გამო, რომ მან მის შვილს ცხოვრება დაუნგრია. პიტი მთელ ძალისხმევას დებს იმაში, რომ დედა გააჩეროს, რომელსაც სურს ანჯელინას პირადად შეხვდეს. ამის შესახებ RadarOnline ბრედ პიტის ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც წყარო აცხადებს, ბრედ პიტის დედა დღემდე ვერ პატიობს ჯოლის იმას, თუ როგორ იქცეოდა ის განქორწინების შემდეგ.
„ჯეინი არასოდეს აპატიებს ანჯელინას იმას, თუ რისი გადატანა მოუხდა პიტების ოჯახს და მით უმეტეს, იმას, რომ განქორწინების შემდეგ, ისინი ბავშვებს თითქმის ვერც კი ნახულობენ”, – აცხადებს წყარო.
ამას გარდა, ქალი დარწმუნებულია, რომ ჯოლი მის შვილს სასტიკად ექცეოდა და მისით მანიპულირებდა.
ჯეინი ოცნებობს ჯოლისთან პირად შეხვედრაზე და სურს, მას რამდენიმე კითხვა დაუსვას.
როგორც წყარო გამოცემას უყვება, დედის გაჩერება მხოლოდ მის შვილს – ბრედ პიტს შეუძლია.
„ბრედს ხვეწნა-მუდარა მოუწია, რომ დედამისი თვითმფრინავში არ ჩამხტარიყო და ენჯის არ მივარდნოდა. მას ძალიან უნდა, ამ ქალს თვალებში ჩახედოს და ყველაფერი უთხრას, რაც გულში აქვს დაგროვებული. ბრედის დედა დარწმუნებულია, რომ ჯოლიმ მის შვილს ცხოვრება დაუნგრია”, – ამბობს წყარო გამოცემასთან საუბრისას.

FB კომენტარები

კომენტარი