ბრაზილიაში ნარკომოვაჭრეების დამხმარე თუთიყუში დააკავეს

94
SHARE

ბრაზილიაში პოლიციელებმა თუთიყუში ნარკომოვაჭრეებისთვის დახმარების გამო დააკავეს. ინფორმაციას The Guardians-ი ავრცელებს. ორი ნარკომანის დასაკავებლად მისული პოლიცია თუთიყუშმა შენიშნა. თუთიყუშმა დაიწყო ყვირილი – ,,დედა, პოლიცია”. ნარკომოვაჭრეებმა თუთიყუშის ყვირილისას გაქცევა სცადეს, თუმცა პოლიციამ ისინი მაინც დააკავა. სამართალდამცველებმა ნარკომოვაჭრეები და თუთიყუში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებული თუთიყუში ადგილობრივ ზოოპარკში გადაიყვანეს.

FB კომენტარები

კომენტარი