ბოსტონის საავადმყოფოში აშშ-ში პირველად პენისის ტრანსპლანტაცია ჩატარდა

200
SHARE

თომას მენინგი გახდა პირველი პაციენტი აშშ-ში, რომელსაც პენისის ტრანსპლანტაცია ჩაუტარ13249346_1189269541113282_1083267414_nეს. გადანერგვა ბოსტონის საავადმყოფოს – Massachusetts General Hospital-ის ექიმებმა ჩაატარეს. გავრცელებული ინფორმაციით, 64 წლის მენინგის ორგანოს ამპუტირება ონკოლოგიური დაავადების გამო მოხდა.
„მინდა კვლავ ვიყო ისეთი, როგორც ადრე“, – განაცხადა მენინგმა New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ორი დღის წინ ექიმებმა მას უკვე ადგომის უფლება მისცეს. ქირურგმა კერტის სეტრულომ, რ ომელიც ხელმძღვანელობდა მენინგის ექიმების ჯგუფს, ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა და განაცხადა: „ჩვენთვის ეს შეუსწავლელი ნიადაგია“. პროგნოზის თანახმად, შარდვის ნორმალური პროცესი რამდენიმე კვირაში ა13236163_1189269544446615_1157761163_nღდგება. სექსუალური ფუნქციის აღსადგენად კი რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდეა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ბოსტონის საავადმყოფოში მსგავს ოპერაციას კიდევ ერთი პაციენტი ელოდება. მას პენისი ავტოავარიის შედეგად მიღებული დამწვრობების გამო დაუზიანდა. ექიმების თქმით, ოპერაცია შედგება მაშინ, როდესაც მისაღები დონორი გამოჩნდება. გარდა ამისა, ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ექიმები ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცისთვის მსგავსი ოპერაციის ჩასატარებლად ემზადებიან. ცნობისთვის, მსოფლიოში პენისის პირველი წარმატებული გადანერგვა სამხრეთ აფრიკაში 2014 წელს ჩატარდა. 2005 წელს მსგავსი ოპერაცია ჩინელმა ქირურგებმა ჩაატარეს, თუმცა მოგვიანებით პაციენტმა ექიმებს ორგანოს ამპუტირება სთხოვა, რადგან ის და მისი მეუღლე ფსიქოლოგიურ პრობლემებს შეეჯახნენ.

FB კომენტარები

კომენტარი