ბოსტონის მერმა ქალაქის მაცხოვრებლებს მოუწოდა, ფანჯრიდან თოვლის გორებზე ხტომა შეწყვიტონ

35
SHARE


მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონში დიდთოვლობის გამო უამრავი თოვლის გორა დადგა, რომლებზეც მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ადამიანები ხტებიან. ქალაქის მერმა მარტინ უოლშმა ექტრემალებს შეახსენა, რომ არ ღირს ამგვარად თავის გამოჩენა, რაგდან შესაძლოა, გართობა სავალალო შედეგით დამთავრდეს.
„ეს სისულელეა და შესაძლოა, თავიც დაიღუპოთ“, – განაცხადა მერმა და იქვე დასძინა, რომ ფანჯრიდან ხტებიან არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ზრდასრული ადამიანებიც.
მანვე, ბოსტონელებს მოუწოდა საღი აზრისკენ და შეახსენა, რომ ისინი კურორტ ლუნ მაუნთინის კი არა, ბოსტონის მკვიდრნი არიან, სადაც სპეცდანიშნულების სამსახურები თოვლისგან გზის გაწმენდას ცდილობენ, – გვამცნობს „დე ბოსტონ ჰერალდი“
სოციალურ ქსელში მოხვდა ვიდეორგოლი, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ხტება ტრუსებიანი კაცი დიდი სიმაღლიდან თოვლის გროვაში.

Comments

comments