ბოსტნეულის სალათა ფეტათი და ზეთისხილით

92
SHARE

ინგრედიენტები: პამიდორი – 200 გრ, კიტრი – 200 გრ, ბულგარული წიწაკა – 200 გრ, ყველი ფეტა ან ბრინზა – 200 გრ, უკურკო ზეთისხილი – 15 ცალი, მწვანილი, ლიმონის წვენი – 2 ს/კ, მარილი, პილპილი, ზეთი – 2ს/კ.

მომზადების წესი: პამიდორი, კიტრი, და წიწაკა კუბიკებად დავჭრათ. თასში სოუსი მოვამზადოთ: ლიმონის წვენი, ზეთი, მარილი და პილპილი შევურიოთ, ყველა ბოსტნეული დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. ყველი ჩანგლით დავსრისოთ და წვრილად დაჭრილი მწვანილი დავუმატოთ. შემდეგ ყველისგან ბურთულები გავაკეთოთ, შუაში ზეთისხილი ჩავუდოთ. სალათა თეფშზე გადავიტანოთ და ყველის ბურთულებით გავაფორმოთ.

FB კომენტარები

კომენტარი