ბოსტნეულის რაგუ ხორცით

224
SHARE

ინგრედიენტები: ძროხის ხორცი – 500 გრ, ხახვი – 1 თავი, სტაფილო – 1 ცალი, კარტოფილი – 8 ცალი, ზეთი – 5 სადილის კოვზი, კამა, დაფნის ფოთოლი – 3 ცალი, მარილი, პილპილი, კეტჩუპი – 4 სადილის კოვზი.
მომზადების წესი: ტაფაზე ზეთი დავასხათ, გავახუროთ, მოვათავსოთ შიგ საშუალო ნაჭრებად დაჭრილი ხორცი და 5 წუთის განმავლობაში შევწვათ. გავხეხოთ სტაფილო, დავჭრათ ხახვი და დავუმატოთ ხორცს. შემდეგ მოვაყაროთ მარილი და პილპილი. წყალი დავუმატოთ ისე, რომ ხორცი დაფაროს. დავუმატოთ დაფნის ფოთოლი და კამა. დავჭრათ კარტოფილი კუბებად, ჩავყაროთ ტაფაში და ისევ წყალი დავუმატოთ. ბოლოს დავუმატოთ კეტჩუპი და ადუღებამდე მივიყვანოთ. ინგრედიენტები საშუალო ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში დავტოვოთ.

FB კომენტარები

კომენტარი