ბოსტნეულისა და სოკოს რაგუ

283
SHARE

ინგრედიენტები: ყაბაყი – 400 გრ, დაკონსერვებული სოკო – 300 გრ, პამიდორი – 250 გრ, ბულგარული წიწაკა – 150 გრ, ხახვი – 150 გრ, ბეკონი – 200 გრ, მწვანილი, ნიორი – 3 კბილი, ზეთი, მარილი.
მომზადების წესი: სოკო და ბეკონი წვრილად დავჭრათ. ხახვი – სიგრძეზე. ყაბაყი, პამიდორი და ბულგარული – კუბიკებად. ნიორი და მწვანილი კი წვრილად დავჭრათ. ტაფაზე ხახვი მოვთუშოთ და ბეკონიც შესაწვავად დავუმატოთ. შემდეგ ყაბაყი და ბულგარული დავუმატოთ. პამიდორი და სოკო ჩავყაროთ. მარილი მოვაყაროთ და ცეცხლზე 20-25 წუთი დავტოვოთ. შემდეგ ნიორი დავუმატოთ და ტაფას თავსახური დავაფაროთ, 5-7 წუთი ცეცხლზე დავტოვოთ. ბოლოს უკვე მზა კერძს წვრილად დაჭრილი მწვანილი მოვაყაროთ.

FB კომენტარები

კომენტარი