ბოტსვანაში ბოლო ასი წლის მანძილზე ყველაზე დიდი ალმასი იპოვეს

83
SHARE

ბოტსვანაში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ალმასი აღმოაჩინეს.
ქვის მასის მიხედვით, ის 1111 კარატისგან შედგება და მცირედით ჩამორჩება „კულინანის“ ალმასს, რომელიც 3106 კარატისგან შედგება. ზომით მეორე უდიდესი ალმასი კანადური კომპანიის Lucara Diamond Corporation -ის წარმომადგენლებმა იპოვეს. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, 1000- კარატიან ალმასზე დიდი მოცულობის შეფასება ძალიან რთულია.
ასეთი სიდიდის ალმასი უკვე 100 წელზე მეტია არ აღმოჩენილა, მისი წინამორბედი, ალმასი „კულინანი“ 1905 წელს იპოვეს. „კულინანი“ საჩუქრად ბრიტანეთის მეფეს, ედუარდ VII -ს გადაეცა. იმის გამო, რომ ალმასს ბზარები ჰქონდა, ის 10 დიდ და 96 პატარა ბრილიანტად დაიყო. მათ შორის ყველაზე დიდი ბრილიანტებით ბრიტანეთის მეფის გვირგვინი შეამკეს.

FB კომენტარები

კომენტარი