ბორდელები სექსთოჯინებით – გახდება თუ არა მსოფლიო ტრენდი?

87
SHARE

იტალიაში, ქალაქ ტურინში პირველი საროსკიპო გაიხსნა, სადაც მისულ მომხმარებელს ნამდვილი ქალების ნაცვლად, სექსთოჯინები დახვდათ. ბორდელი კლიენტებს დროის გატარებას რეალისტურ სილიკონის თოჯინებთან სთავაზობს. უჩვეულო საროსკიპოს სტუმრებს შეუძლიათ, შეარჩიონ თოჯინის თმის ფერი, სხეულის ფორმები და ტანსაცმელი.
საროსკიპოს მფლობელები თვლიან, რომ ეს ეთიკური დაწესებულებაა – აქ არ ხდება ადამიანის ექსპლუატაცია.
როგორც ირკვევა, ბორდელი იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომ რამდენიმე კვირით ადრე ჯავშნიან თოჯინებს. აქ მოდიან არამარტო მამაკაცები, არამედ მრავალფეროვნების ძიებაში მყოფი წყვილები და ქალებიც, რადგან აქ ერთი მამაკაცი სექსთოჯინაც ჰყავთ.
როგორც ერთ-ერთი მომხმარებელი ამბობს, ეს ადგილი იმიტომ გახდა პოპულარული, რომ შეგიძლია გააკეთო ის, რასაც ვერ გააკეთებ ცოცხალ ქალთან.

FB კომენტარები

კომენტარი