“ბომჟი” რომელსაც ძეგლი დაუდგეს

141
SHARE

ამ ძეგლს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც სულ ეხლახანს მოხდა ჩემთან ოტავაში (ოტავა – კანადის დედაქალაქი). ძეგლი რომელი დაწესებულების წინაც დგას, გახლავთ ოტავის საჯარო ბიბლიოთეკა სადაც მე ხშირად დავდივარ ხოლმე. ამ დაწესებულების წინ მუდმივად შემიმჩნევია ადამიანი. იქვე იჯდა ერთი მოხუცი ბაბუა, რომ შეხედავდი ნამდვილი ბომჟი იყო. რომელსაც რატომღაც მუდამ ხელში გაზეთი ეჭირა და კითხულობდა. ასე გრძელდებოდა დაახლოებით 3 წელი.

ერთ დღესაც მივედი და ვხედავ იმ ადგილას სადაც ის მოხუცი იჯდა ძეგლი დაუდგამთ და რომ შევხედე ძეგლს ვიცანი. სწორედ ის ადამიანი იყო რომელიც მანდ მხვდებოდა ხოლმე ხშირად. თურმე გარდაიცვალა საცოდავი მის საპატიოდ ონტარიოს პროვინციამ დადგა ძეგლი. გული კი დამწყდა, მართალია არვიცნობდი და არანაირი შეხება არმქონია მაგრამ, აი ამ ისტორიამ მაინც გული მატკინა. ასე გახდა სიკვდილის მერე ერთი კანადელი ბომჟი ცნობილი და საპატიო, რომელსაც უბრალოდ უყვარდა კითხვა!…

წყარო: http://intermedia.ge

FB კომენტარები

კომენტარი