საქართველოს რომელი ადგილები მოხვდა ბოლივუდის ფილმებში (ვიდეო)

115
SHARE

ბოლივუდის ფილმებში უკვე შეიმჩნევა საქართველოში მდებარე სხვადასხვა ადგილი, მაგალითად, როგორიცაა – მცხეთის ჯვარი, სვანეთის მთები, ბათუმის სანაპირო, თბილისის ძველი ქუჩები და სხვ.

​ბოლივუდი საქართველოში შედარებით იაფად იღებს ფილმებს, ვიდრე ევროპაში, გარდა ამისა, ბოლივუდს მოსწონს საქართველოს მდებარეობა, კონკრეტულად კი ის, რომ სულ რამდენიმე საათში შესაძლებელია ზღვაზე, მთაში, სათხილამურო კურორტებზე და დედაქალაქში ყოფნა. ბოლივუდმა საქართველოში დაახლოებით 70-მდე ვიდეო და 10 სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო და ფილმებიდან ბიუჯეტში შემოსული თანხა ათეულობით მილიონ ლარს შეადგენს.

ერთ-ერთი ბოლო ისტორიული ფილმის ბატალური სცენებიც საქართველოში, კასპთან ახლოს გადაიღეს – ფილმის პრემიერა სულ მალე, ოქტომბერში უნდა გაიმართოს. ახალ პროექტებზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

ერთ-ერთ პირველ ბოლივუდურ პროექტზე – “ბილა 2” “მეტრო ფროდაქშენმა” იმუშავა და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, კინოპროდიუსერი – სანდრო გაბილაია იყო, რომელიც აღნიშნავს, რომ გადაღებები ისეთ ადგილებში მიმდინარეობდა, სადაც ტურიზმი საერთოდ არ იყო განვითარებული და კინოგადაღებებზე მუშაობის დროს აღნიშნული ადგილები გამოცოცხლდა.

წყარო:რადიო თავისუფლება.

FB კომენტარები

კომენტარი