ბოდიბილდერი ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა, რაც დიდი რაოდენობით სტეროიდების მიღებამ გამოიწვია

61
SHARE

კაცი, რომელსაც აკვიატებული ჰქონდა, გაეზარდა კუნთების მასა, ყოველდღიურად 10 ათას კალორიას მოიხმარდა. ახალგაზრდა მამაკაცი ყოვლდღიურად იღებდა სტეროიდებსა და ჰორმონებს. წლების განმავლობაში არასწორად იკვებობოდა. ჭამდა ჰამბურგერებს, პიცას, კარტოფილ ფრის და სვამდა 8 ქილა ენერგეტიკულ სასმელს.
30 წლის უორმბი ფიტნესინსტრუქტორად მუშაობდა და დღეში 7-ჯერ კლიენტებთან ერთად ვარჯიშობდა. შედარებისთვის, ჩვეულებრივი ადამიანი დღეში 1700 კილოკალორიას მოიხმარს. სპორტსმენი, რომელიც სისტემატურად ვარჯიშობს, დაახლოებით 5000 კილოკალორიას ხარჯავს. 2010 წელს მას ღვიძლის კიბო აღმოაჩნდა. 5 წლის განმავლობაში სხვადასხვა საშუალებით მკურნალობდა. ხალხურ მედიცინასაც მიმართა, თუმცა, უშედეგოდ. 5 წლის განმავლობაში, დიაგნოზიდან სიკვდილამდე, დინ უორმბი ფეიბუქის გვერდს აწარმოებდა. ბოდიბილდერი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.

FB კომენტარები

კომენტარი