ბლინები სოკოთი

107
SHARE

ინგრედიენტები: ფქვილი – 100 გრ, კვერცხი – 2 ცალი, შაქარი – 1 ჩ/კ, რძე – 300 მლ, მარილი.

გულსართისთვის: სოკო – 300 გრ, ხახვი -2 თავი, ზეთი – 1 ს/კ, მარილი, პილპილი, მწვანე ხახვი – 1 შეკვრა.

მომზადების წესი: ფქვილს მარილი და შაქარი შევურიოთ. 1/3 რძე დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. შემდეგ კვერცხი და დარჩენილი რძე დავუმატოთ. 15 წუთით დავტოვოთ, და ტაფაზე გამოვაცხოთ. სოკო წყალი გადავავლოთ. ხახვი წვრილად დავჭათ მოვთუშოთ. შემდეგ სოკო და ვუმატოთ. ბოლოს მარილი დაპილპილი მოვაყაროთ და მიღებული გულსართი ბლინზე დავდოთ, ბლინს კი პარკის ფორმა მივცეთ და მწვანე ხახვით პირი შევუკრათ.

FB კომენტარები

კომენტარი