“ბლექ სი არენაზე”, ჯარედ ლეტოს კონცერტზე რუსეთის დროშის გამოჩენას ქართველების პროტესტი მოჰყვა

38
SHARE

შეკვეთილში, “ბლექსი არენაზე,” ჯარედ ლეტოს კონცერტზე, დიდ ეკრანზე რუსეთის დროშის გამოჩენას ქართველების პროტესტი მოჰყვა. მათ ოკუპაცია ხმაურითა და შეძახილებით გააპროტესტეს და რუს ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდეს.
შემთხვევა კონცერტამდე მაშინ მოხდა, როდესაც ეკრანზე მსმენელებს აჩვენებდნენ. მათ, ტრადიციულად, ტელეფონებით საკუთარი ქვეყნის დროშები წარმოადგინეს.
პოპულარული მსახიობი და მომღერალი, ჯარედ ლეტო მუსიკალურ ბენდ 30 Seconds To Mars-თან ერთად გუშინ საათ-ნახევრიანი პროგრამით ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე წარდგა.
ცნობილი როკბენდი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვია.

FB კომენტარები

კომენტარი