ბიჭმა მომაკვდავი პატარძალი ქორწილამდე სამი დღით ადრე მიატოვა

152
SHARE

ინგლისელმა ემილიმ და ჯეიმიმ ერთმანეთი ავსტრალიაში გაიცნეს. მაშინ, როცა მათ ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება დააპირეს, მედიკოსებმა ემილის ტვინში ტერმინალურ სტადიაში არსებული სიმსივნე აღმოუჩინეს. ექიმების თქმით, გოგონას ერთი წლის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე კი საყვარელმა მამაკაცმა ემილის მიტოვება გადაწყვიტა. თანაც, ეს „ფეისბუქში“ მიმოწერით გააკეთა.
„ჯეიმიმ მომწერა, რომ აღარ უნდა ჩემთან ყოფნა და დიდი ხანია აღარ ვუყვარვარ“, – ამბობს 24 წლის გოგონა.
მომხდარი მისთვის თავზარდამცემი მოულოდნელობა აღმოჩნდა. ემილი ეჭვობს, რომ ჯეიმის გადაწყვეტილების მიზეზი ავადმყოფობის შედეგად შეცვლილი გარეგნობაა. აქამდე მას მოდელის გარეგნობა ჰქონდა, ახლა კი ექვსკვირიანი მკურნალობის შემდეგ, მან 32 კილო მოიმატა.
„მის მიმართ არანაირ სიყვარულს აღარ ვგრძნობ, ისე მატკინა გული“, – აღნიშნავს ემილი.
ახლა ემილი ბრიტანეთში დაბრუნდა, მისი მშობლები 30 ათასი ფუნტის შეგროვებას ცდილობენ, რათა შვილის ახალი მკურნალობა დააფინანსონ.

FB კომენტარები

კომენტარი