ბიჭი გერმანიის ციხეში ყოფილ შეყვარებულთან შესარიგებლად შეიჭრა

84
SHARE

გერმანიაში 18 წლის ბიჭი ყოფილ შეყვარებულთან შესარიგებლად ციხეში შეიჭრა. გოგომ, რომელმაც მოზარდთან ურთიერთობა შეწყვიტა, სასჯელს ქალაქ ფეხტაში იხდის. ბიჭს იმდენად უნდოდა მასთან შერიგება ციხის 4-მეტრიან კედელზე გადაძვრა და ციხის დარაჯებმა ის მხოლოდ მაშინ დააკავეს, როდესაც ყოფილი შეყვარებულის საკნის ფანჯარასთან იყო.

პოლიციის ინფორმაციით, ბიჭს შესაძლოა უკანონო შეჭრისთვის ბრალდება წაუყენონ.

FB კომენტარები

კომენტარი