“ბიძინა ივანიშვილი – რომის პაპივით უცდომელი ადამიანი” – სოსო ჯაჭვლიანის განმარტებითი ლექსიკონი

173
SHARE

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი მედიის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში თავისი გამონათქვამებით არაერთხელ მოექცა. თუმცა მის ბოლო გამოსვლას პარლამენტში საერთაშორისო საინფორმაციო წყაროებიც გამოეხმაურნენ…

ერთად გავეცნოთ სოსო ჯაჭვლიანის სიტყვათა განმარტებით ლექსიკონს.2985 წელი. საქართველო (ქვეყანა შიშობს რომ ქართველობას ართმევენ), მეგაპოლისი გლდანის ზეგანი. არქეოლოგებმა რვეული აღმოაჩინეს რომელზეც შემდეგი რამე იკითხება: “სოსო ჯაჭვლიანის განმარტებითი ლექსიკონი”:

გაერო – ბილწი ადგილი, სადაც შესვლით შევარდნაძემ პირდაპირ უთხრა ქართველობას – გადი ( “გა”) ერო.

ეუთო – ადგილი სადაც ყველა მისული უთო ჰგონიათ და შესაბამისადაც მიმართავან: ე, უთო.

ტრანსეკა – ეკა, რომელიც ტრანსში ჩავარდა

ნატო – ადგილი, სადაც შესვლა ყველას ოცნებაა, არადა, მე რომ ახალგაზრდა ვიყავი ნატო კი არა, ნატალია არ დამიტოვია შეუსვლელი

ბოიკოტი – კატების ჩხუბი

ბორდერიზაცია – გარყვნილი ევროპის მცდელობა, რათა ქართველობა წაგვართვას

აქილევსის ქუსლი – ვიღაც ბერძენის ფეხის ნაწილი, რომელიც მხოლოდ იმიტომ გახდა ცნობილი, ფეხების დაბანა არ უყვარდა და ეს ქუსლიც დაუბანელი დარჩა

პარლამენტი – ადგილი, სადაც დავდივარ და ეს ცოლმაც იცის, რადგან ტელევიზორში მხედავს, შესაბამისად, არ ვგონივარ იბიარდზე

რეიგანი – ჩემსავით მსახიობი და

ჩემსავით პოლიტიკოსი, თუმცა ორივე შემთხვევაში, ჩემზე დაბალი რანგის

სექსისტი – სექსის მიმდევარი

იმპლიმენტირება – ყოველთვის მიწერდნენ და ვკითხულობდი, შინარსიით არასოდეს დავინტერესებულვარ, მგონი ცუდი სიტყვა არ უნდა იყოს, რადგან რთულად სათქმელია და მისი თქმით თავს არავინ შეიწყენს

ზომბი – ზომიერი ბომბი

ჩმორი – გიორგი ბარამიძე

ანდროიდი – ცუდი რუსული სიტყვა, რომელსაც ანდროს ეუბნებიან

ინგლისური ენა – ჩემი მეგობარი ეკა ბესელიას საყვარელი საგანი სკოლაში

41 – საფიცარი მათემატიკური ნიშანი

დავოსის ეკონომიკური ფორუმი – ცუდი ზნის ხალხის თავშეყრის ადგილი, მაგრამ მე ის მიკვირს, იქ როგორ მოხვდა ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, იქ ჩასულთა სწორ გზაზე დაყენება უნდოდა

ბიძინა ივანიშვილი – რომის პაპივით უცდომელი ადამიანი.

ამის შემდეგ ქაღალდი გაცრეცილია და აღარაფერი იკითხება, სავარაუდოდ, მეტი არც ეწერა არაფერი.
წყარო: http://www.ambebi.ge

Comments

comments