ბიონსე დაბრუნდა! მომღერალი ჯგუფ Coldplay-სთან ერთად სუპერ ბოულის ზეიმზე იმღერებს – ვიდეო

351
SHARE

სუპერ ბოული პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატია.
თამაში და მასთან დაკავშირებული ზეიმი-ღონისძიებანი შეადგენს ე. წ. „სუპერ-ბოულ სანდეის“ (აგრეთვე ცნობილი როგორც „სუპერ სანდეი“ – ინგლ. სუპერ კვირადღე), რომელიც წლების განმავლობაში ამერიკულ ეროვნულ დღესასწაულად იქცა.

ბიონსე სუპერ-ბოულს დაუბრუნდება და სუპერვარსკვლავი Coldplay-ს გამოსვლას სპეციალური სტუმრის სტატუსით შეუერთდება. ისინი ახალ სიმღერას „Hymn for the Weekend” შეასრულებენ, რომელიც ბრიტანული ბოი-ბენდის ახალ ალბომში შედის.

ცნობილი ხდება ასევე ისიც, რომ Coldplay-თან ერთად ღონისძიებაზე ბრუნო მარსიც გამოვა. „ეს ჩვენი ჯგუფის არსებობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. გავცემთ ყველაფერს, რაც გაგვაჩნია“, -განაცხადა მარტინმა.

Coldplay 1996 წელს შეიქმნა. მსოფლიო წარმატება მასთან 2000 წელს, მეორე ალბომის („Parachutes“) გამოსვლის შემდეგ მოვიდა. ჯგუფი ბრიტანული კოლექტივებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა. მუსიკოსებმა რვაჯერ მიიღეს „გრემი“ და საკუთარი ექვსი ალბომის 80 მილიონზე მეტი ასლი გაყიდეს.

შეგახსენებთ, რომ ბიონსეს ოთხი სოლო ალბომი აქვს გამოშვებული. 2010 წელს იგი, ჟურნალ Forbes-ის მიერ შედგენილ, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგში მეორე ადგილზე აღმოჩნდა. 2015 წელს ბიონსე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოპ-მომღერლების ათეულში მოხვდა.

 2FE635EB00000578-3389557-image-m-55_14522088254832FE3826A00000578-3389557-image-a-5_1452214975112

FB კომენტარები

კომენტარი