ბიონსემ დიეტოლოგთან ერთად წიგნი გამოსცა

43
SHARE

ცნობილი სახეები მუდმივი დაძაბულობის ქვეშ იმყოფებიან, რადგანაც მათ ცხოვრებას საზოგადოება ყოველდღიურად აკონტროლებს და არცერთი გადადგმული ნაბიჯი გულშემატკივრების ყურადღების გარეშე არ რჩება. საზოგადოების კრიტიკის ქვეშ მოექცა მომღერალი ბიონსეც. მისმა წონაში მატებამ, რაც ორსულობის შედეგი იყო, გულშემატკივრების შეშფოთება გამოიწვია. ამიტომ მომღერალმა გადაწყვიტა, ცვლილებები შეეტანა გარეგნობაში, რამაც გაამართლა და 6 თვის შემდეგ საზოგადოება ალაპარაკდა, თუ როგორ შეიცვალა მათი “დედოფალი”.
ბიონსემ 30 კილოგრამის დაკლება დიეტოლოგ მარკო ბორხესისა და პირადი ტრენერის დახმარებით შეძლო. დიეტის მთავარი საიდუმლო ხორცზე უარის თქმაა. საოცარი შედეგის გათვალისწინებით, მარკო ბორხესმა გადაწყვიტა გამოეცა წიგნი ჯანმრთველობისა და სწორი კვების შესახებ და წინასიტყვაობის დასაწერად თანაავტორობა ბიონსეს შესთავაზა. წიგნში “რევოლუციის 22 დღე” 22 ვეგეტარიანული რეცეპტი შევიდა.

FB კომენტარები

კომენტარი