ბექა ხოფერია: თიკა ჯამბურიასთან დაშვებულ შეცდომებს ინასთან აღარ გავიმეორებ

558
SHARE

თბილისში პოპულარული ბიჭი, ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი – ხათუნა ხოფერიას ვაჟი და მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი, ბექა ხოფერია ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის.

მის ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელთანაც ოჯახის შექმნას აპირებს. ეს 24 წლის ქართველ-ასირიელი ინა ოსიპოვაა, რომელიც მოსკოვშია დაბადებული და გაზრდილი, ბექამ კი საქართველოში გაიცნო. ერთმანეთთან დაახლოებით ოთხთვიანი ურთიერთობა აკავშირებთ, მაგრამ ბექა ამბობს, რომ იპოვა ის, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდა. ბექა დაახლოებით 3 თვეა, რაც მოსკოვში ცხოვრობს.

ჟურნალში “სარკე” მასთან ინტერვიუ დაიბეჭდა. როგორც ინტერვიუში ვკითხულობთ, იქ, პატარა ბიზნესის აწყობას გეგმავს, სექტემბრიდან კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებს სწავლას.

– ბექა, “ფეისბუქზე” გოგონასთან ერთად გამოაქვეყნეთ ფოტო და კიდევ ერთხელ აალაპარაკეთ საზოგადოება. ვინ არის ეს გოგონა?
ძალიან დიდი ხანი არაა, რაც მას ვიცნობ. დაახლოებით 4 თვის წინ თბილისში, მეგობართან გავიცანი წვეულებაზე. მოსკოვში დაბადებულ-გაზრდილია. ეროვნებით ნახევრად ქართველი, ნახევრად ასირიელია. 24 წლისაა. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, თუ არ ვცდები, იტალიური ენის და კულტურათმცოდნეა.

ისწავლა არა მხოლოდ მოსკოვში, იტალიაშიც. ჯერჯერობით არ მუშაობს. დაახლოებით 4-5 თვეა მისი ოჯახი საქართველოში საცხოვრებლად გადავიდა. ინა ისევ მოსკოვში ცხოვრობს თავის ძმასთან ერთად. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე მგონია, ვიპოვე ის, ვისაც ძალიან დიდი ხანია ვეძებ.

რატომღაც ჩემი პოპულარობა ჩემს პირად ცხოვრებაზე ცუდად მოქმედებს ხოლმე. ჩემთვის, წყნარად არ შემიძლია ყოფნა, ამიტომ ყველასთან თხოვნა მექნება, რაღაც კომენტარებისგან თავი შეიკავონ. ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს და ყველაფერი თვითონ უნდა გადავწყვიტო. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს და ვისაც ეს გაუხარდება, დიდი მადლობა, ვისაც ეწყინება, ბოდიში.

– სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ დაქორწინდით და ამას მალავთ.
არ დავქორწინებულვარ, მაგრამ ეს გეგმაში გვაქვს. ახლო მომავალში ყველაფერს აუცილებლად გაიგებთ.

– სად შედგება ქორწილი?
ჯერჯერობით არაფერს ვიტყვი. მთლად მამაპაპური ქორწილი არ გვინდა, მაგრამ ქართული ტრადიციული ელემენტებით აუცილებლად იქნება. თავისთავად თამადაც გვეყოლება, ვიცეკვებ კიდეც…

– იცის ალბათ თქვენი პირველი ქორწინების, შვილის შესახებ.
კი, რა თქმა უნდა.

– ყოფილ მეუღლესთან, თიკა ჯამბურიასთან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ. მან იცის თქვენი ახალი ურთიერთობის შესახებ?
ალბათ ეცოდინება, წაიკითხავდა. კონკრეტულად ამ თემაზე არ გვისაუბრია. მასთან შვილი მაკავშირებს და არ შეიძლება, კარგი ურთიერთობა არ მქონდეს. თიკასნაირი კარგი ადამიანები იშვიათად მოიძებნებიან. ასე ვიტყოდი, რომ ჩემი ბევრი უაზრო და ბავშვური შეცდომის ბრალია, რომ ჩვენ ერთად აღარ ვართ, მაგრამ ასეც ხდება, ცხოვრებაა, რატომღაც ასე აეწყო. ის უძლიერესი და უმაგრესი დედაა.

– მასთან დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებთ ახალ ურთიერთობაში?
რა თქმა უნდა!

წყარო: http://info9.ge/

FB კომენტარები

კომენტარი