ბექასა და მარის ერთმანეთი ენატრებათ – როგორ ატარებენ თვითიზოლაციაში დროს პოპულარული ბავშვები მთიულეთიდან (ვიდეო)

166
SHARE

ბექა და მარი მთიულეთიდან – ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ ფოტოგრაფ გიორგი ნადირაშვილის მიერ გადაღებული ფოტო, რომელზეც 7 წლის ბექა და 6 წლის მარი არიან ასახულნი. ფოტომ მომენტალურად მოიპოვა პოპულარობა და ბავშვები არაერთი გადაცემის სტუმრები გახდნენ. მათზე უამრავი სიუჟეტი მომზადდა.

ბექა და მარი განუყრელი მეგობრები არიან, ახლა კი თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებიან და ერთმანეთი ძალიან ენატრებათ.

მარიმ და ბექამ „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ატარებენ დროს არსებულ ვითარებაში:

„ვირუსების გამო უკვე ორი თვეა, გარეთ ვეღარ გავდივარ. თუმცა ეზოში საბასთან ერთად გამოვდივარ ხოლმე.

ვთამაშობთ, მერე სახლში შევდივარ, იქაც ვთამაშობთ, ვკატაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ. ონლაინგაკვეთილები მომწონს, თან მასწავლებლებიც მიგზავნიან დავალებას და ვაკეთებ, მაგრამ სკოლა ძალიან მენატრება.

ბექაც ძალიან მენატრება, უკვე 2 თვეა, არ მინახავს“, – აღნიშნა მარიმ.

ბექას განცხადებით კი ის პაპას ეხმარება და მოტოციკლეტით სეირნობს:

„მამას და პაპას ვეხმარები ხოლმე. მოტოციკლით ვსეირნობ და მანიფაფასაც ისევ ვჭამ, მშობლები ხშირად მიკეთებენ.

ონლაინგაკვეთილებზე ყველაფერი კარგადაა, არაფერი გამჭირვებია. ვიცი, რომ კორონავირუსი საშიშია – ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ და თან დავისპირტოთ“, – ამბობს ბექა.

ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ ბექას “მანის ფაფა ძაან მაგრად უყვარს” და შეუძლია “100–ჯერ მაინც შეჭამოს”. როგორც თავად ამბობს, თვითიზოლაციაშიც მიირთმევს თავის საყვარელ საკვებს.

 

FB კომენტარები

კომენტარი