„ბეტმენი“ საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ უჩივის

43
SHARE

ამერიკული კომპანია DC Comics-ი ( ფლობს ბეტმენის შესახებ კომიქსების უფლებებს) საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ მიერ ღამურის ამსახველი ლოგოტიპის წინააღმდეგ გამოდის. ამის შესახებ გამოცემა Onefootball-ი იუწყება. DC-ის ხელმძღვანელობამ წერილი გაგზავნა ევროპული კავშირის ინტელექტუალური საკუთრების ბიუროში. წერილში კომპანია გამოთქვამს პროტესტს იმ სავაჭრო ნიშნის წინააღმდეგ, რომელიც „ვალენსიას“ მიერ კლუბის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად დარეგისტრირდა.
ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ესპანური კლუბის ლოგოტიპი ჰგავს ზოგიერთ იმ ემბლემას, რომელიც “ბეტმენისთვის” არის დარეგისტრირებული. ბიუროში ორივე მხარეს შესთავაზეს, ლოგოტიპის გამოყენებაზე შეთანხმებას მიაღწიონ – 22 თვის განმავლობაში. ამ ვადაში, „ვალენსიას“ შეუძლია, გამოიყენოს გამოსახულება, რომელიც გახდა კონფლიქტის მიზეზი. „ვალენსია“ ღამურის გამოსახულებას თავის ემბლემაზე დაარსებიდან- 1919 წლიდან იყენებს. რაც შეეხება “ბეტმენს” – ეს პერსონაჟი 1939 წელს შეიქმნა.

FB კომენტარები

კომენტარი