ბერძენი მაგნატისა და აშშ-ის პირველი ლედის უსიყვარულო ქორწინების ისტორია – როგორ ცხოვრობდნენ ჟაკლინ კენედი და არისტოტელე ონასისი

1312
SHARE

 

არარომანტიკული, მაგრამ ყველაზე სკანდალური წყვილი

ის თეთრი სახლის პატარა და მომხიბვლელი დიასახლისი გახლდათ. ფოტორეპორტიორები ტყავიდან ძვრებოდნენ, ოღონდ კი შორიდან მაინც გადაეღოთ მისთვის ფოტო… მაშინაც კი, როცა ბებია გახდა, არ განელებულა საზოგადოების ყურადღება მის მიმართ. იგი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული პრეზიდენტის, ჯონ კენედის მეუღლე გახლდათ. როგორი იყო ჟაკლინის, იგივე ჯეკის ცხოვრება, რომელიც სიცოცხლეშივე გახდა ქალი-ლეგენდა? 12369024_1090283671016476_430224538679792410_n

ჯეკი მოუსვენარი და ცელქი ბავშვი იყო, მაგრამ მშობლები ყველაფერს პატიობდნენ. ”ნუთუ შეიძლება ანგელოზის დასჯა?” – ამბობდნენ ისინი და მშვიდად იტანდნენ ლამაზი გოგონას ოინებს. ჯეკის მამა, ჯონ ვერნონ ბუვიე, საოცრად კოლორიტული პიროვნება ბრძანდებოდა. მეგობრები მას ”შავ ჯეკს” ეძახდნენ, რადგან მთელი წელი ნამზეური არ სცილდებოდა, შეიხსაც ეძახდნენ, მანდილოსნების განსაკუთრებული სიყვარულის გამო. ქალები გიჟდებოდნენ მასზე. ის ხომ ძალიან მდიდარი, მექალთანე და აზარტული მოთამაშე იყო. სწორედ აზარტის გამო გაფლანგა მოკლე ხანში ბაბუისა და მამის დატოვებული დიდი ქონება. რაც შეეხება ჯეკის დედას, ჟანეტ ბუვიეს, იგი არისტოკრატული და ღირსებით აღსავსე ქალი გახლდათ. კარგა ხანს უთმენდა ქმარს ქალებთან ფლირტაობასა და რომანებს, ბოლოს მოთმინების ფიალა აევსო და გაშორდა. გოგონებიც, ჯეკი და ლი, თავისთან წაიყვანა. მაშინ ჯეკი 8 წლის იყო. ”შავ ჯეკს” მათი ნახვა ყოველ კვირას შეეძლო და ისიც არაფერს აკლებდა, ყველანაირად ანებივრებდა ქალიშვილებს.

ჯეკიმ კარგი განათლება მიიღო. რამდენიმე კოლეჯი გამოიცვალა. შემდეგ ნიუ-იორკის შტატში, პრესტიჟულ სასწავლებელში, ვასარში ჩაირიცხა. კარგად შეისწავლა ენები, ხელოვნების ისტორია. პრინსტონისა და იელის უნივერსიტეტებიდან თაყვანისმცემლები არ აკლდა, დაინიშნა კიდეც ნიუ-იორკელ ბროკერზე, ჯონ ჰასტედზე. ჯეკი მაშინ ვაშინგტონის ერთ-ერთ გაზეთში მუშაობდა. ერთხელ, როცა ის საქმროს აეროპორტში აცილებდა, პიჯაკის ჯიბეში მშვიდად ჩაუდო ნიშნობის ბეჭედი და ამით დასრულდა მათი ამბავი. მაშინ ჯეკი ბუვიე უკვე ხვდებოდა ახალგაზრდა სენატორს, ჯონ კენედის. მართალია, მათი შეხედულებები და გემოვნება ერთმანეთს არ ემთხვეოდა, მაგრამ მერე რა? ჯეკის გაგიჟებით უყვარდა თეატრი, ოპერა, მხატვრობა და კლასიკოსების კითხვა, ჯონს კი ვესტერნი და მსუბუქი ჟანრი იზიდავდა. განა ამის გამო შეიძლებოდა ახალგაზრდა, ენერგიული და ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა პოლიტიკოსისთვის უარი ეთქვა? 12366270_1090283747683135_7253086408166440928_n

ჯეკიმ მოხიბლა ჯონის დიდი ოჯახის ყველა წევრი და მათ იქორწინეს. ჯეკი ცდილობდა ქმრის ”გაშალაშინებას”, მაგრამ ჯონის არ შეეძლო უარი ეთქვა თავის გატაცებებზე, ისე კი მუდამ აღფრთოვანებული იყო ცოლის გემოვნებით, ჩაცმის სტილიც შეიცვალა და ჯეკის მთლიანად მიანდო თეთრი სახლის ინტერიერის შეცვლა. ქალი თავდაპირველად ძალიან განიცდიდა ქმრის გაუთავებელ ღალატს, მაგრამ ბოლოს ბედს დამორჩილდა. გადაწყვიტა, მტკიცე ხასიათი კიდევ უფრო განემტკიცებინა, ყველაფერზე მაღლა დამდგარიყო. აშკარად არ ღირდა პირველი ლედის სტატუსის დათმობა წუთიერი ღალატის გამო. 1963 წლის 22 ნოემბერს პრეზიდენტი მოკლეს. იმ დღეს ჯეკი ქმრის გვერდით მანქანაში იჯდა, ეცვა შანელის ვარდისფერი კოსტიუმი, რომელიც სისხლით იყო მოთხვრილი. სანამ შავი არ ჩაიცვა, არ გაუხდია სამოსი. ”დაე, ყველამ ნახოს, რაც ჩაიდინეს”, – ამბობდა იგი. მთელი მსოფლიოს ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი. ჯეკის თავი მტკიცედ და ღირსეულად ეჭირა.

მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ბევრი მიიჩნევდა, რომ იგი ქვრივად უნდა დარჩენილიყო და ჯონ კენედის ხსოვნისთვის პატივი ეცა, მაგრამ თავად ჯეკი არ ფიქრობდა ასე. იგი მიჩვეული იყო ხელგაშლილ ცხოვრებას, მამამთილიც აღარ ანაღდებდა მის ანგარიშებს, ამიტომაც ჯეკიმ თაყვანისმცემლებს შორის ყველაზე მდიდარი კაცი ამოარჩია. ეს არისტოტელე ონასისი გახლდათ, ბერძენი მაგნატი, გემების მფლობელი მულტიმილიონერი, რომელსაც აკვიატებად ექცა ამერიკის ყოფილი პირველი ლედის ქმრობა. ჯეკი რომ სტერეოტიპებს მუდმივად ამსხვრევდა და თავის ახალ სტილს ამკვიდრებდა, ამას უკვე ამერიკა მიჩვეული იყო და მოსწონდა კიდეც. მთელი მსოფლიო ჯეკით აღფრთოვანებული იყო… 12342761_1090283774349799_1807917130130554921_n

როცა ონასისთან ერთად რამდენჯერმე ნახეს, სუნთქვაშეკრულნი ელოდნენ, რით დაგვირგვინდებოდა ამ ორი ადამიანის ურთიერთობა… და როცა ცნობილი გახდა მათი შეუღლების ამბავი, ყველა გაოგნდა. ამერიკა აღშფოთებული იყო. ჟურნალ-გაზეთებში არ წყდებოდა სტატიები სათაურებით: ”ჯეკი, ეს რა გააკეთეთ?” ”ჯონ კენედი მეორედ მოკვდა”, ”ეს შეუფერებელი წყვილია” და ამისთანები, მაგრამ ჯეკის საზოგადოების აზრი არ აინტერესებდა. მას უნდოდა თავი დაეღწია იმ საშინელი მოგონებისგან, დალასში გასროლილ ტყვიას რომ მოჰყვა.

ჯეკი 8 სანტიმეტრით მაღალი იყო არისტოტელეზე, ესეც ერთ-ერთი საბაბი გახდა ქილიკისა და დაცინვისა. ყველა ამბობდა, რომ ეს იყო არარომანტიკული, მაგრამ უდავოდ სკანდალური წყვილი. სამაგიეროდ, ჯეკი და არისტოტელე მიიჩნევდნენ ერთად ყოფნას გამართლებულად. ამ ქორწილით ორივე კმაყოფილი ჩანდა. კაცმა თავისი ამბიცია და ვნება დაიკმაყოფილა, ქალმა კი მილიონები ჩაიგდო ხელში. ეს ქორწინება პირწმინდად ანგარებიანი გახლდათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წყვილი ლეგენდარულად ითვლებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ერთიც და მეორეც მსოფლიოს ინტერესის ეპიცენტრში ტრიალებდა. დრო გავიდა, არისტოტელეს თანდათან მობეზრდა ჯეკის ხარჯების დაფარვა. ერთ წელიწადში არისტოტელემ ცოლის ტანსაცმელში 20 მილიონი დოლარი გადაიხადა. უფრო ხშირად და ხშირად ფიქრობდა ონასისი გაყრაზე. ვნება დაცხრა, ჯე12301597_1090283744349802_3595979801505605861_nკი იშვიათად იყო მის გვერდით, ძირითადად, პარიზში იმყოფებოდა, არისტოტელე კი ავიაკატასტროფაში დაღუპულ შვილზე დარდობდა. მაინც ვერ ბედავდა განქორწინებას. ბოლოს ონასისი დაავადდა. იგი პარიზის ერთ-ერთ ძვირად ღირებულ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა. ყველაზე მდიდარ კაცს ექიმებმა ვეღარ უშველეს. სიკვდილის დროსაც არ ყოფილა ჯეკი მასთან. პირველი, რაც ჯეკიმ გააკეთა, ის იყო, რომ რომში ცნობილ დიზაინერს, ვალენტინოს დაურეკა და სამგლოვიარო კაბების მთელი კოლექცია დაუკვეთა. ჯეკი ხომ თავს არასოდეს ღალატობდა!

ონასისის გარდაცვალების შემდეგ ჯეკმა მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა. იგი დიდი გამომცემლობის ”დაბლდეის” მთავარი რედაქტორი გახდა და მოლაპარაკებას აწარმოებდა კინოსა და შოუბიზნესის სუპერვარსკვლავებთან.

ჟაკლინ კენედი, იგივე ჯეკი ონასისი, 1994 წლის 19 მაისს გარდაიცვალა. მას ლიმფური ჯირკვლების კიბო დაუდგინეს. მიუხედავად მისი გადაჭარბებული ამბიციისა, იგი დარჩა ლეგენდად, მას ბევრი რამ ”აპატია” საზოგადოებამ, რადგან იყო საოცრად დახვეწილი, ელეგანტური, განათლებული, გაწონასწორებული და მტკიცე ხასიათის ქალბატონი.

თარგმნა ცირა შერგელაშვილმა

FB კომენტარები

კომენტარი