“ბერტას” ახალი ცხოვრება ეტლით – როგორ დაეხმარა ვეტერინარი გურულ პაციენტს

80
SHARE

ვეტერინარული კლინიკის, Vet-Express- ის ვეტერინარი ვახტანგ მამალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთრ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ჩოხატაურში ძაღლს მანქანამ დაარტყა და ადგილზე დატოვა. საცოდავი ძაღლი მძღოლმა უყურადღებოდ დატოვა და სიმწრისგან მთელი ღამე ყმუოდა. ეს ამბავი იქ შევიტყვე, ბედზე იქ ვიყავი. ვერ მოვითმინე და თბილისში ჩამოვიყვანე, რადგან უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი. რენტგენი გადავუღეთ და ხერხემლის მოტეხილობა აღმოაჩნდა, ასევე, ბევრი პრობლემა.
მას შემდეგ 1 თვე გავიდა. ჩვენ კლინიკის სახსრებით ეტლი შევიძინეთ და დღეს “ბერტა” ჩვენი ვეტერინარული კლინიკის ბინადარია“, – წერს ვახტანგ მამალაძე.

Comments

comments