ბერა ივანიშვილის მეუღლემ ჭორვილაში, სახლში იმშობიარა

864
SHARE

ბიძინა ივანიშვილს პირველი შვილიშვილი შეეძინა. ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე მშობლები 29 ნოემბერს გახდნენ, მათ ვაჟს ბერუკა დაარქვეს.

ნანუკას მშობიარობის შესახებ დეტალები საერთოდ არ გავრცელებულა. თუმცა Ambebi.ge ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბერუკა ივანიშვილი ჭორვილაში, სახლში დაიბადა.

ბიძინა ივანიშვილმა სპეციალურად ავსტრიიდან ჩამოიყვანა მეან–გინეკოლოგი და ექთნების ჯგუფი, პროცესს ოჯახის ნდობით აღჭურვილი მეან–გინეკოლოგიც ესწრებოდა. სახლში მოეწყო სამშობიარო ბლოკი.

ახალშობილი თავს კარგად გრძნობს და მშობლები სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ფოტოებსაც ავრცელებენ.

წყარო: Ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი