ბეონსემ და ჯეი-ზიმ 2015 წელს მოგზაურობაზე 30 მილიონი დოლარი დახარჯეს

46
SHARE

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსებმა ბეონსემ და ჯეი-ზიმ 2015 წელს მოგზაურობაზე არც მეტი არც ნაკლები 30 მილიონი დოლარი დახარჯეს. Financial Times-ის ინფორმაციით, ამ წყვილის შემოსავალი იმდენად მაღალია, რომ ეს თანხა მათთვის დიდი არაფერია. მიმდინარე წელს ბეონსე და ჯეი-ზი მოგზაურობდნენ ჰავაის კუნძულებზე, ტაილანდში, პარიზსა და ფლორენციაში. ასევე ორჯერ იმყოფებოდნენ კრუიზში – ხმელთაშუა და კარიბის ზღვებზე. ჯეი-ზი და მისი მეუღლე ყოველთვის ჩერდებიან 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში და გადაადგილდებიან, ძირითადად, კერძო თვითმფრინავებით. ერთ ღამეში სასტუმროში ისინი 7-დან 20 ათას დოლარამდე იხდიან. ფულის ასეთი ფლანგვა გასაკვირი არ არის. Forbes-ის ინფორმაციით, ბეონსეს და ჯეი-ზის ქონება 770 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

Comments

comments