ბენ აფლეკი ოჯახში დაბრუნებას გეგმავს

73
SHARE

ბენ აფლეკის და ჯენიფერ გარნერის დაშორებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა წყ13187740_1186065318100371_515932760_nვილმა ამ დროის მანძილზე განქორწინებისთვის დოკუმენტების მომზადებაც ვერ მოახერხა.
დასავლურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბენი ოჯახში დაბრუნებაზე ოცნებობს. ბოლო დროს ჯენი და ბენი ერთად ცხოვრობენ, ისინი პარიზში არიან და ბავშვებთან ერთად სეირნობენ.
„ბენს ჯენიფერის დაბრუნება სურს, მას ოჯახში დაბრუნება უნდა, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ადრე“, – განაცხადა ოჯახთან დაახლოებულმა პირმა.
ჯენიფერ გარნერის ერთ-ერთი მეგობრის თქმით კი, ეს შეუძლებელია.
„ჯენს არ სურს ბენის დაბრუნება. ბენი არასდროს გრძნობდა თავს კარგად მარტოდ და ახლა შეიცვალა, ჯენის დადებითი დამოკიდებულება რომ მოიპოვოს, თუმცა მას არაფერი გამოუვა. ჯენმა ცხოვრების ასე გაგრძელება გადაწყვიტა, მათ ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა. და ის, რომ ახლა ერთად არიან – მხო13180924_1186065324767037_1892697002_nლოდ ბავშვების გამო“, – ამბობს ჯენის ახლობელი.

FB კომენტარები

კომენტარი