ბენ აფლეკი ალკოჰოლიზმის გამო შეიძლება „ბეტმენი“ ვეღარ გახდეს

73
SHARE

 

ფილმის „ბეტმენი“ პროდიუსერებმა შესაძლოა უარი თქვან ბენ აფლეკთან მუშაობაზე. ეს პროექტის დაზღვევის ფასის გაზრდას უკავშირდება. საქმე იმაშია, რომ აფლეკი ყოფილი ალკოჰოლიკია და წინა კვირას კვლავ გაემგზავრა რეაბილიტაციის ცენტრში სამკურნალოდ. ამის გამო ფილმის დაზღვევის ხარჯები სერიოზულად გაიზარდა.
როგორც ირკვევა, დაუსრულებელი პროექტის დაზღვევა ჰოლივუდის სტანდარტული პრაქტიკაა. ამგვარად მსხვილი სტუდიები ცდილობენ თავი დაიზღვიონ ფინანსური დანაკარგებისგან იმ შემთხვევაში თუ ფილმზე მუშაობა იყინება ან ჩერდება მთავარი როლის შემსრულებელთან ან რეჟისორთან შექმნილი პრობლემების გამო. დაზღვევის თანხა, როგორც წესი, ბიუჯეტში შედის, თუმცა ზედმეტი ხარჯები შესაძლოა ფილმის დასაწყებად კრიტიკული გახდეს. ამ შემთხვევაში კი სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება პროდიუსერებმა უარი თქვან ბენ აფლეკთან მუშაობაზე, რადგან მასთან მუშაობის რისკები გაზრდილია და ფილმის დაზღვევა გრანდიოზულ თანხაზე ადის.

FB კომენტარები

კომენტარი