ბენქსის ახალი შედევრი ვალენტინობას (ფოტო)

29
SHARE

ცნობილმა ანონიმურმა მხატვარმა ბენქსიმ მშობლიურ ქალაქ ბრისტოლს ახალი საჩუქარი გაუკეთა, რომელიც ვალენტინობას მიუძღვნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბენქსიმ ბარტონ–ჰილის რაიონში, ერთ–ერთ კედელზე ახალი გრაფიტი დახატა. კედელზე გამოსახულია გოგონა შურდულით ხელში, რომელიც ყვავილებს ისვრის.

„ძალიან გვიყვარს ბენქსის ნამუშევრები. როდესაც გავიგეთ, რომ მან ერთ-ერთი ჩვენი შენობის კედელზე გრაფიტი დახატა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა“, – აცხადებს კედლის მეპატრონე.

FB კომენტარები

კომენტარი