ბენედიქტ კამბერბეტჩი მანქანით ველოსიპედისტს დაეჯახა

31
SHARE

„შერლოკის“ ვარსკვლავი, ბენედიქტ კამბერბეტჩი 63 წლის ველოსიპედისტს შეეჯახა.
მსახიობმა დროულად ვერ შეამჩნია ასაკოვანი მამაკაცი, მისთვის მანქანის აცილებას ბოლო მომენტში შეეცადა, მაგრამ, ბოლო წამს, გვერდიდან დაეჯახა. ამის შესახებ პორტალი The Sun-ი იუწყება, წყაროდ კი დაზარალებულის მეგობარი მოჰყავს.
კამბერბეტჩი თავისი მწვანე ფერის Lamborghini-ს საჭესთან იყო. გამოცემის ინფორმაციით, ველოსიპედისტმა ხელის სერიოზული ტრავმა მიიღო.
„თითქმის, ხელი აქვს მოტეხილი“, – ამბობს დაზარალებულის მეგობარი. მსახიობი შემთხვევის ადგილზე დარჩა, პირველადი დახმარება აღმოუჩინა მამაკაცს და ის საავადმყოფოში გადაიყვანა. ამას გარდა, ისინი შეთანხმდნენ, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინებდნენ და ტელეფონები გაცვალეს.
კამბერბეტჩმა მამაკაცს კომპენსაცია -20 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა. დაზარალებული მის მოთხოვნებს დაეთანხმა.

 

FB კომენტარები

კომენტარი