ბეკონის სალათა არომატული ხრაშუნა პურით

378
SHARE

ინგრედიენტები: პური ,,ბატონი“ – 100 გრ, ზეთი – 500 მლ, ნიორი – 2 კბილი, ლიმონის წვენი, ბეკონი – 200 გრ, სალათის ფურცელი, ყველი პარმეზანი – 100 გრ, ჩერი – 20 ცალი, მარილი, სუნელები.

მომზადების წესი: ნახევარ ლიმონს წვენი გამოვწუროთ და ზეთი შევურიოთ. დაჭყლეტილი ნიორი დავუმატოთ. შემდეგ სუნელები და მარილი მოვაყაროთ. ბატონი საშუალო ნაჭრებად დავჭრათ, მომზადებულ სოუსში ამოვავლოთ და გამოსაცხობ ფორმაში მოვათავსოთ, შემდეგ ღუმელში 180 გრადუსზე 25 წუთით გამოსაცხობად შევდგათ. ბეკონი სიგრძეზე დავჭრათ და ტაფაზე შევწვათ. პარმეზანი დავჭრათ. ჩერი შუაზე გავჭრათ. სალათის ფურცლები ხელით დავხიოთ და თასში მოვათავსოთ. ყველა ინგრედიეტები დავუმატოთ და კარგად ავურიოთ.

FB კომენტარები

კომენტარი