ბეკონიანი სატაცური

234
SHARE

ინგრედიენტები:
მწვანე სატაცური – 500 გრ,
ყოველ 3 ცალ სატაცურზე იგულისხმეთ 2 ბეკონის ნაჭერი, პილპილი – გემოვნებით, ზეითუნის ზეთი – 3 ს/კ.
მომზადების წესი:
სატაცური კარგად გარეცხეთ, აადუღეთ მარილწყალი, ჩაყარეთ სატაცური და 10-15 წუთი ხარშეთ, შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი და გადაიტანეთ საწურზე ისე, რომ გადაჭრილი ბოლოები ქვევით მოაქციოთ, რათა კარგად დაიწუროს.
თხლად დაჭრილ ბეკონის ნაჭერში (2 ცალში) გაახვიეთ სატაცური (3 ცალი), მოაყარეთ პილპილი და ყველა მხრიდან თანაბრად ზეთში შეწვით.

FB კომენტარები

კომენტარი