“ბევრს გაუჩნდება მოტყუების, თაღლითობის და სხვათა შეცდომაში შეყვანის სურვილი” – მიხეილ ცაგარელი

392
SHARE

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 22 თებერვლის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს: 

“მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:00-დან 24:00  საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პლანეტა მარსის დაპირისპირება შავ მთვარესა და ქირონის ასტეროიდთან, ადამიანთა უმრავლესობას ძალადობრივი ქმედებისკენ, უფლებამოსილების გადამეტებისა და დადგენილი ნორმებით მანიპულირებისკენ უბიძგებს. ბევრს გაუჩნდება მოტყუების, თაღლითობის და სხვათა შეცდომაში შეყვანის სურვილი. არ ღირს საქმიანი გარიგებების გაფორმება და საეჭვო პირთა დაპირებების ნდობა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და წინდახედულობა, მოერიდეთ უმიზეზოდ ფორიქს და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ფეხის კუნთებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ციტრინი, ძოწი და ცირკონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს”, – აცხადებს ცაგარელი

FB კომენტარები

კომენტარი