ბედნიერი ქორწინების სამი ოქროს წესი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

43
SHARE

ალბათ ყველა წყვილს ამქვეყნად, ინდივიდუალური სასიყვარულო და ქორწინების ისტორია აქვს. მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ხდება ისე, რომ ერთი შეხედვით პერსპექტიულად დაწყებული ოჯახური ცხოვრება მოკლე ხანში დრამატულად სრულდება. მაინც რატომ ხდება ასე? ასტროლოგები თვლიან, რომ ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს ხასიათში სულ მცირე სამი უარყოფითი სახასიათო შტრიხი გააჩნია, ოჯახი კი მოგეხსენებათ, კომპრომისებზეა აგებული. ამიტომ დღეს მინდა შემოგთავაზოთ სამი ოქროს წესი საიმისოდ, რომ ჰარმონიული ოჯახური ცხოვრება, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის თვისებებიდან გამომდინარე ხანგრძლივად შეინარჩუნოთ.

ვერძმა უტაქტო საქციელი, სიფიცხე და ეგოისტური დამოკიდებულება უნდა აკონტროლოს პარტნიორის მიმართ.

კურომ სიჯიუტე, ცხოვრებისეული საკითხების მიმართ ზედმეტად კონსერვატორული მიდგომა და სიახლეებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება უნდა მოიშალოს.

ტყუპისთვის დამახასიათებელი ზედაპირული მიდგომა სერიოზული პრობლემების მიმართ, ხასიათის ცვალებადობა და უპასუხისმგებლობა ხშირად ხდება ოჯახის დანგრევის მიზეზი.

კირჩხიბს მოეთხოვება პარტნიორის მიმართ ზღვარგადასული მესაკუთრული გრძნობები აკონტროლოს, ნაკლებად ჩარიოს პირად ურთიერთობაში ოჯახის წევრები (განსაკუთრებით დედა) და მელანქოლიის შემოტევის დროს არ ჩაიკეტოს თავის თავში.

ლომისთვის აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ მეუღლე მისი მონა/საკუთრება არ არის. ამასთან ერთად, ლომს ასევე მოეთხოვება, პატივი სცეს მეორე ნახევრის პროფესიულ მიღწევებსა და მისწრაფებებს, ნაკლებად შეუზღუდოს მას თავისუფლება.

ქალწულის პრობლემა ძირითადად მისი მეწვრილმანე ხასიათია. ასტროლოგები ურჩევენ ქალწულს, მეორე ნახევართა დამოკიდებულებაში სიძუნწე არ გამოიჩინოს, ნაკლებად ჩაიციკლოს დეტალებზე და გაგებით მოეკიდოს ამ უკანასკნელსი ნაკლოვანებებს.

სასწორს ძირითადად მერყევი ხასიათის გამო ენგრევა ოჯახი. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მეტი პრინციპულობის გამოჩენა, ნაკლები ეგოიზმი და სხვების აზრის მოსმენა/გათვალისწინების ჩვევაზე უარის თქმა გადაარჩენს სასწორის ქორწინებას.

მორიელის ძირითადი ნაკლი დიქტატორული თვისებებია. ასტროლოგების აზრით, მეუღლის მიმართ “მომხმარებლური დამოკიდებულება”, ზღვარგადასული ეჭვიანობა და მაქსიმალისტის ხასიათია მიზეზი იმისა, რომ მორიელის ქორწინება კრახით სრულდება.

მშვილდოსნისთვის პრობლემა არასტაბილური ხასიათია. სასურველია ამ ნიშნით დაბადებულებმა ნაკლებად გამოიჩინონ იდეალიზმი ცხოვრების მეგზურის არჩევისას. შეეგუონ მის ნაკლოვანებებს (რომელიც თავადაც არანაკლები აქვთ ხასიათში) და ყოველთვის ახსოვდეთ დანაპირების ასრულება.

თხის რქას როგორც წესი, ზედმეტი სიმკაცრე და პრაქტიციზმი უშლის ხელს პარტნიორულ ურთიერთობაში. ასტროლოგები ურჩევენ თხის რქებს, მეტი სირბილე, ლოიალურობა და სითბო გამოიჩინონ მეორე ნახევრის მიმართ საიმისოდ, რომ თავიდან აიცილონ განქორწინება.

მერწყულის დიდი ნაკლია არაპროგნოზირებადი ხასიათი. ასტროლოგთა აზრით, სასურველია, მერწყულმა ხშირად გაითვალისწინოს მეორე ნახევრის შეხედულებები, ნაკლებად გააოცოს იგი გადამეტებული ექსტრავაგანტური გამოხდომებით და სტაბილურობა გამოიჩინოს გრძნობების მხრივ.

თევზებს ყველაზე ხშირად პრობლემას ოჯახურ ურთიერთობაში უქმნის ლაბილური ხასიათი და ზედმეტი მიმტევებლობა. სასურველია, ამ ხალხმა ისწავლოს დროულად დაფიქსირება უკმაყოფილების პარტნიორის მიმართ, პრინციპული მიდგომა ცხოვრებისეული საკითხებისადმი და ნაკლები წუწუნი.

Comments

comments