“ბებოს და ბაბუს” ბათუმური სევდიანი ისტორია

98
SHARE

სოციალურ ქსელში გავრცელდა მოხუცი წყვილის ფოტო, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებელმა ტატო ცეცხლაძემ, ბულვარის კაფეში მომუშავე პერსონალმა გაავრცელა. ამბავმა მედიის ყურადღებაც მიიქცია და დიდი გამოხმაურება მოჰყვა აფხაზეთიდან დევნილი მოხუცების ისტორიას. “გუშინ ბებო და ბაბუ მოვიდნენ, ხაჭაპური რა ღირსო. 10 ლარი–თქო. რა ამბავია 8 ლარად გაგვიკეთეო. ხელში 5 ლარიანი და ხურდები ეჭირათ. ბებომ ძველი, გაცრეცილი საცულე გახსნა და ხურდების შეგროვება დაიწყო. არ ვიცი რამდენი მოაგროვა, მაგრამ მეკითხება, რა დაჯდებოდა ლიმონათი და ხაჭაპური. ეს უკვე 19.80 იყო. ვუთხარი დაბრძანდით და მოგართმევთ–თქო. უფროსმა დათომ რა თქმა უნდა თქვა არაფერი გადაახდევინოთო. ისე გაეხარდათ სიტყვებით ვერ ავღწერ. ბებო მოყვა, რომ აფხაზეთიდან დევნილები ყოფილან. ბათუმში ცხოვრობდნენ რამდენიმე წელი, მერე წყალტუბოში გადავიდნენ. ბაბუს ახლახანს ოპერაცია გაუკეთეს და ბებომ სანამ ცოცხალია ბათუმში წავიყვანო, ნაცნობ ადგილებს ვანახებო. ამ ამბის მერე დავფიქრდი, ბათუმის ბულვარში ისეთი ფასებია, რიგითი მოკვდავი ვერ შეწვდება რომ მსუბუქად წაიხემსოს”, – წერს ტატო ცეცხლაძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი