ბებიამ შვილიშვილის მიერ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა – უცნაური შემთხვევის დეტალები

133
SHARE

დიდი დრო არ გასულა, რაც ამერიკაში, რამდენიმე ადგილას მასობრივი სროლების გამო, 29 ადამიანი დაიღუპა და ქვეყანაში, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, გლოვის დღეები გამოცხადდა. როგორც ირკვევა, უცნაური შემთხვევის გამო ამერიკამ კიდევ ერთი მასობრივი სროლა და მსხვერპლი აიცილა.

19 წლის ლუბოკელი ახალგაზრდა მამაკაცი, უილიამ პატრიკი ადგილობრივმა პოლიციამ 2 აგვისტოს დააკავა. აღმოჩნდა, რომ იგი მასობრივ სროლას გეგმავდა. ცოტა ხნით ადრე 19 წლის ახალგაზრდამ საკუთარ ბებიას უთხრა, რომ არალეგალურად შეიძინა AK-47 იარაღი, ერთ-ერთ სასტუმროში აპირებდა იქ მყოფი ადამიანებისთვის ცეცხლის გახსნას, შემდეგ კი – პოლიციის თვალწინ სუიციდს. უილიამსის ბებიას ეგონა, რომ მისი შვილიშვილი ჭკუიდან შეიშალა და ადგილობრივ საავადმყოფოში წაიყვანა. როგორც ოფიციალურ პრესრელიზშია აღნიშნული, საავადმყოფოში ყოფნისას უილიამსმა პოლიციას სასტუმროს ოთახის ნომერი მიასწავლა, სადაც იარაღს ინახავდა. ადგილზე პოლიციას AK-47-თან ერთად რამდენიმე დანა და სპეციალური ტანსაცმელი დახვდა.

FB კომენტარები

კომენტარი