ბახვა ბრეგვაძე “X ფაქტორს” წაიყვანს – ვინ იქნება მსახიობის მეწყვილე პროექტში

354
SHARE

სულ მალე “X ფაქტორის” ლაივ-კონცერტები დაიწყება. წლევანდელ სეზონზე პროექტის შემქმნელები მაყურებელს უამრავ სიახლეს ჰპირდებიან. შოუს მთავარი წამყვანები, რუსკა მაყაშვილი და ვანიკო თარხნიშვილი არიან. ასევე, ცნობილი გახდა კიდევ ერთი წამყვანის ვინაობა. ის მსახიობი ბახვა ბრეგვაძეა. “X ფაქტორის” ახალ წამყვანს Ambebi.ge ესაუბრა:

– ბახვა, როდის შემოგთავაზეს “X ფაქტორის” წამყვანობა?
– რამდენიმე თვის წინ მივიღე ეს შემოთავაზება და სიამოვნებით დავთანხმდი. მითხრეს, შენ ვერცხლისწყალივით ხარ, 26 მაისს სად იქნები, კაცმა არ იცის, ამიტომ წინასწარ გაფრთხილებთ, ივლისის ბოლომდე თბილისში უნდა იყოო და ასე გავხდი “X ფაქტორის” წამყვანი.
მეგობრები სხვადასხვა დროს მთავაზობდნენ წამყვანობას, მაგრამ უარს ვამბობდი. ყველას ვეუბნებოდი, მხოლოდ გიორგი ხაბურძანიასთან და დემნა ჯაფარიძესთან ვითანამშრომლებ, რადგან მათ კარგი წამყვანების გამოძერწვა შეუძლიათ-თქო. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც უამრავი ხარისხიანი მეგაპროექტი აქვთ შექმნილი. უბედნიერესი ვიყავი, როდესაც მათგან მივიღე შემოთავაზება და დაუფიქრებლად დავთანხმდი. ვნახოთ, როგორი წამყვანი დადგება ჩემგან.
– ვინ იქნება თქვენი მეწყვილე პროექტში?
– მე გულშემატკივრების ოთახიდან ჩავერთვები, სადაც ჩემი თანაწამყვანი ლიკა ქორქია იქნება. მისი სილამაზე ორივეს გვეყოფა. ძალიან მაღალი ტემპერატურა იქნება გულშემატკივრების ოთახში და ჩვენი ჩართვა მუდმივად მხიარული იქნება.

წყარო:http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი