“ბაქარი არის მაგარი”,- რას წერს საკუთარ თავზე ზესტაფონის მერობის ენმ-ს კანდიდატი 

63
SHARE

ზესტაფონის მერობის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი სოცქსელში აქტიურობითა და განსაკუთრებული ლექსიკით გამოირჩევა. ბაქარ ხიჯაკაძე სიახლეების გაზიარებისას ხშირად ფეისბუქსტატუსებს “იმერულ კილოზე” წერს, მაგალითად: “აპა რააა”, ანდა, “რითი, დუშკაბინითი”…
ყველაზე თვალშისაცემი კი საკუთარი თავისადმი მიძღვილი შემდეგი შინაარსის სტატუსია: “ბაქარი არის მაგარი”.
საქებარ კომენტარებთან ერთად, სოციალურ ქსელში ზესტაფონის მერობის”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ბევრ უაროფით და კრიტიკულ შეფასებებსაც იღებს:
“როცა მერობის კანდიდატი (ყოფილი პროკურორი) ეტლში მჯდარ ოპონენტზე ამბობს, რომ ,,არ სჯერა” მისი ინვალიდობის, ეს არის ყველაზე არაკაცური და მხდალი საქციელი მისი მხრიდან. აცილოს ჩვენს ქალაქს ასეთი ,,მერი”, – წერს ეკა ვარდოსანიძე.
ერთ-ერთი სოცმომხმარებელი კი ხიჯაკაძეს პირად გვერდზე ეკითხება: “თუ გაქვთ რაიმე გაკეთებული ზესტაფონისთვის? თქვენც ხომ თანამდებობისთვის იბრძვით… დაასახელეთ მიზეზი, რისთვის უნდა გენდოს ხალხი? თქვით, ნუ გრცხვენიათ, რა სიკეთე დათესეთ ხალხში, რომ ნდობას ითხოვთ”.

FB კომენტარები

კომენტარი